თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ამის შესახებ Европейская правда იუწყება.
ერდოღანის თქმით, სტამბოლის მოლაპარაკებებმა პროცესს “მნიშვნელოვანი იმპულსი” მისცა. ის კვლავ სთავაზობს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს თურქეთში შეხვედრას.
“ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის დეტალები დასაზუსტებელია“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, უკრიანის უსაფრთხოების გარანტორობის მზადყოფნა გამოთქვა გერმანიამაც.