თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის მედიტერიული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:53 საათზე დაფიქსირდა და მისი ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, ქალაქ გოკსუნში იყო.
მიწისქვეშა ბიძგები 25 კილომეტრის სიღრმეში იყო. ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი.