თურქეთსა და სირიაში ორი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 700-ს გადააჭარბა, – ქვეყნებში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
თურქეთში დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დადასტურებული რიცხვი 1014-ს შეადგენს, სირიაში დაღუპულთა რიცხვი კი 783-ია.
საერთო ჯამში, ამ დროისთვის, გარდაცვლილია 1 797 ადამინი.
სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, საქართველოდან თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.თურქეთში საქართველოდან 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა გაიგზავნა.