თურქეთში რუსულმა სახანძრო-სამაშველო „ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გავრცელებული ინფორმაციით ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და თურქეთის 3 მოქალაქე.
თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა და სანამ დაჯდებოდა, კატასტროფა განიცადა.