თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

თურქეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვისპირეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, რომ ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას კასთამონუს პროვინციაში 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 ადამიანი დაიღუპა სინოპში.