ჩინეთში გაზსადენის საშუალებით გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი – თურქმენეთი – არ აპირებს რუსეთის დაერთებას მილსადენთან, რომლითაც გაზი ჩინეთს მიეწოდება, განაცხადა თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
მოსკოვის მტკიცებებიბ „გაზის კავშირის“ გაფართოების შესახებ, რომელშიც კრემლმა ყაზახეთი და უზბეკეთი მიიწვია, აჩენს კითხვებს და პირდაპირ ეხება თურქმენეთის ინტერესებზე, ხაზგასმულია სამინისტროს განცხადებაში.
თურქმენეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი უკვე აწვდიან ერთად ჩინეთს გაზის მილსადენით, რომელიც სახელმწიფო კომპანია “თურქმენგაზმა და ჩინეთის CNPC-მ ააშენეს. წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრიდან თურქმენული გაზი 40 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, დანარჩენს კი ჩინეთს უზბეკეთი და ყაზახეთი აწვდიან.
„ჩინეთში მიწოდებული გაზის მოცულობების განაწილების არსებული სქემა არ ითვალისწინებს თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის პროექტში მონაწილეთა რაოდენობის გაფართოების გეგმებს“, – ხაზგასმით აღნიშნა თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.