თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

ფშაველი-აბანო ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა ორი მგზავრი.

ისინი ამ წუთებში მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.