”ჩემთვის დღეს ეს არის მომავალი, რადგან დღეს მოხვედით, რომ აჩვენოთ რა გსურთ მომავალში. მე სრულად გიჭერთ მხარს და ვზრუნავ თქვენს ევროპულ მომავალსა და ევროპულ მისწრაფებაზე. ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენ არამხოლოდ უნდა მიიღოთ კანდიდატი სტატუსი, არამედ უნდა ილაპარაკონ თქვენზე, როგორც ქვეყანაზე, როგორც ხალხზე. თქვენ იმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ კრიტიკულები ვართ თქვენი მთავრობის მიმართ, საქართველოში არსებული ვითარების მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს სურვილს პროგრესს მიაღწიოთ, რომ შეძლოთ ევროკავშირის ნაწილი გახდეთ. ყოველთვის გახსოვდეთ თქვენ უკან ვდგავართ რთულ პერიოდშიც და მაშინაც, როდესაც გაკრიტიკებთ. დარჩით ძლიერები, პროევროპელი იდეალისტები, თუ ეს ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ჩემთვის.”
ასე მიმართა, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ აქციის მონაწილეებს. პარლამენტთან აქცია შინ ევროპისკენ მიმდინარეობს.