კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 13:09

თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, მათთან იტუტუცეთ – მამა ათინოგენე

ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი ბალბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათინოგენე აცხადებს, რომ არ აპირებს საეკლესიო სამოსის გახდას.

“თვითონ გაფუჭებულები, საყვარლობაში მხილებულები, საშინელ განცდებში მყოფი კლოუნები, რა დღეში არიან, შეხედონ. ამას ხომ ხალხი უყურებს. თქვენ გახადეთ იმათ, ვისთვისაც გაგიხდით. თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, როგორც ხდიდით. თქვენს საყვარლებთან იტიტუცეთ. აქ თუ მოხვალთ ვინმე, დაგხვდებით, მობრძანდით,”- ამბობს მამა ათინოგენე რუსთავი 2-თან საუბრისას.

ცნობისთვის, მეუფე სტეფანემ 19 სექტემბერს სრულად განკვეთა 6 სასულიერო პირი: მამა ათინოგენე, ბერდიაკონი პეტრე; მონაზონი დანიელი, მონაზონი ამბროსი, მონაზონი დავითი და მონაზონი ბასილი.

სასულიერო პირებს მიტროპოლიტმა კელიების დატოვებისკენ და საეკლესიო სამოსის გახდისკენ მოუწოდა, რასაც ისინი არ ემორჩილებიან.

მეუფე სტეფანეს განცხადებით, განკვეთის მიზეზია მეუფე პეტრე ცაავას მხარდაჭერა, ასევე საეკლესიო წესების დარღვევა და ეკლესიაში “შუღლის შეტანა”.