ვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, არჩევნებზე, სასამართლო სისტემაზე. თვოთონაც ეს საკითხები აინტერესებდათ. მათ შორის, ცხადია, საუბარი იყო პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე/ ბევრ რამეზე იყო საუბარი. ყველაფრის საქმის კურსში არიან. ვუთხარი რა არის, ჩემი აზრით, გამოსავალი, რა ნაბიჯები შეიძლება მათი მხრიდან იყოს გადადგმული. ჩვენი გასაკეთებელი რომ არის მთავარი საქმე, ეს გასაგებია. ერთი ის, რომ საჯაროდ უფრო გასაგებად ისაუბრონ სიმართლე იმასთან დაკავშირებით რა ხდება ქვეყანაში და იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებამ ეს ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაიყვანა, ეს არის ერთი გზა ზეწოლის და მეორე არის პერსონალური სანქციები და ამაზე იყო საუბარი და დისკუსია.
საქმის კურსში არიან ყველაფრის. მადლობა გადაგვიხადეს იმაზე, რომ კონკრეტული რჩევები მივეცით რა ნაბიჯები შეიძლება გადმოიდგას მათი მხრიდან, როგორც ამ ქვეყნის მეგობარი ქვეყნისგან.
თქვეს, რომ რთულ პოზიციაში არიან, იმიტომ, რომ სჭირდებათ გზავნილების დაბალანსება. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ისინი არიან ამ ქვეყნის მეგობრები და არ შეიძლება ისეთი რამ თქვან, რომ ქვეყანა დააზიანონ და მეორე მხრივ, უწევთ აქცენტის გაკეთება იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია დემოკრატიასთან დაკავშირებით”
თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ.