იაკობ ბრეგვაძე არის სუს-ის ძალიან სტაჟიანი აგენტი და მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია – ამის შესახებ “ქრონიკა +” -ის რედაქტორმა “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა. ელისო კილაძის თქმით, ფოტოგრაფი უწყებისთვის სანდო პირია და მას იყენებდნენ “ტუსოვკებზე” გადასაღებად.
კილაძის მტკიცებით, ბრეგვაძე არც თუ ისე უმნიშვნელო ფიგურაა და მას ხელს აფარებენ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ნინო გიორგობიანის ნათესავია, არამედ ფოტოგრაფს მჭიდრო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
“ჩემი წყაროს ინფორმაციით, იაკობი არც თუ ისე უმნიშვნელო ფიგურაა. ის გახლავთ ძალიან სტაჟიანი თანამშრომელი, სანდო პირი ამ უწყებისთვის, რომელსაც გიორგობიანი წარმოადგენდა – სუსი და წარმოადგენს… აფარებენ ხელს, არამხოლოდ იმიტომ, რომ ნინო გიორგობიანის ახლობელია, არამედ ის არის ძალიან შტაჟიანი აგენტი და მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია“ – ამბობს ელისო კილაძე
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათესავია, ამის შესახებ ნინო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.