იანუკოვიჩი მინსკშია, კრემლს მისი უკრაინის პრეზიდენტად დანიშვნა სურს – უკრაინული მედია

კრემლს, უკრაინიდან გაქცეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დანიშვნა სურს. იანუკოვიჩი ამჟამად ბელარუსში, მინსკში იმყოფება და მას სპეცოპერაციისთვის ამზადებენ – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, ახლა კრემლი ამზადებდეს საინფორმაციო ოპერაციას ან აქციებს, იანუკოვიჩის დაბრუნების მოთხოვნით. შესაძლებელია გამოქვეყნდეს მიმართვა უკრაინელი ხალხის მიმართ მისი სახელით.