იანუკოვიჩს ბაძავენ? – შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი “ოცნებაზე”

“იანუკოვიჩს ბაძავენ?”,– ასე ეხმიანება შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი “ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას.

„სერიოზული და ღრმად სამწუხარო მოვლენების განვითარება საქართველოში – მმართველმა პარტიამ დატოვა ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე. იანუკოვიჩს ბაძავენ?“, – წერს ის ტვიტერზე.