იაპონია სანქციებს უწესებს რუს და ბელარუს ოლიგარქებსა და ოფიციალურ პირებს

იაპონია ათობით რუს დ ბელარუს ჩინოვნიკსა და ოლიგარქს აქტივებს უყინავს უკრაინაში ომის გამო. ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

სანქცირებულთა შორის არიან პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის უფროსის მოადგილეები, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური და კრემლთან მჭიდრო კავშირების მქონე კომპანიების ვოლგა ჯგუფის, ტრანსნეფტისა და ვაგნერის აღმასრულებელი დირექტორები. სია ასევე მოიცავს 12 ბელარუს ოფიციალურ პირსა და ბიზნესმენს, ამასთანავე, 12 ორგანიზაციას ბელარუსსა და რუსეთში.

სიაში მყოფ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სუბიექტებთან გადახდის და კაპიტალის ოპერაციები ამიერიდან სახელმწიფო ნებართვას საჭიროებს.

უწყების ცნობით, იაპონია ასევე კრძალავს რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის, ხოლო ბელორუსში ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტს, რომელიც შეიძლება გამოიყენონ სამხედროებმა.

ასევე, აიკრძალება ბელარუსის თავდაცვის სამინისტროსთან, შეიარაღებულ ძალებთან, პოლიციის ორგანიზაციებთან და მინსკში დაფუძნებულ კომპანიასთან – JSC Integral-თან ექსპორტი.