იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

ინფორმაციას ამის შესახებ  შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.

ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.

ზვიადაური 2021 წელსაც იყო დაკავებული, განზრახ მკვლელობისთვის. მაშინ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.