მოპედის მძღოლებს შესაძლოა მართვის მოწმობის აღება მოუწიოთ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“,– თქვა გომელაურმა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
ცნობისთვის, მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე ორი წლის წინაც იყო საუბარი, თუმცა მაშინ ეს ცვლილება არ განხორციელდა.