იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი – გახარია 20 ივნისზე

“იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი ” –  ამის შესახებ, პარტია “საქართველოსთვის”  ლიდერმა, გიორგი გახარიამ 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა. გავრილოვის ღამეს, სპეცოპერაციის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც, ხოლო სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

”ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ყველაფერზე, რაც იმ ღამით მოხდა, პასუხისმგებელი ვარ მე. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რაც ასევე ნათქვამი მაქვს, იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი, პასუხისმგებლობით ვამბობ ამას” – განაცხადა გახარიამ.