შშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკის“ ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც ტერაქტის ორგანიზებაშიმონაწილეობდა ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში უპილოტო თავდასხმით კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს.
“აშშ-ის სამხედრო ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დარტყმა ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში მოხდა. პირველადი მონაცემებით, მოკლულია სამიზნე. ვიცით, რომ ოპერაციას სამოქალაქო მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა ბილ ურბანმა.
ცნობისთვის, ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო პასუხისმგებლობა 26 აგვისტოს მომხდარ ტერაქტზე, რომელსაც 170-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო.