ივანიშვილი გვთავაზობს ტყუილებს, ენმ მას არის აყოლილი – გიგა ბოკერია

”ივანიშვილი გვთავაზობს ტყუილებს, ენმ მას არის აყოლილი ” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში განაცხადა.

”მე არ დამისახელებია ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ პირველ რიგში მას ვგულისხმობდი, რომ ივანიშვილის რეჟიმის ამ ჭაობმა გავლენა მოახდინა და დასკვნა გამოიტანა, რომ ასევე უნდა მოიქცეს, რომ უბრალოდ ტალახი უნდა ისროლო, უბრალოდ ტალახს ისვრიან, ან რამე შეთქმულების თეორიას იტყვიან ან რამეს დააბრალებენ ადამიანს, თავის გუშინდელ სიტყვას, რომ იძახიან, “ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და ეს ერთადერთი გზაა”, მერე გადათქვამენ და უბრალოდ, გაბრაზდებიან მათზე, ვინც ამას შეახსენებს.

დიახ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეცვლასთან ერთად, ამნაირმა პოლიტიკურმა კულტურამ ვერ გაიმარჯვოს, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს უბრალოდ გაგრძელებას პრობლემების, როცა ასეთია პოლიტიკა, რომ იმ წამს უნდა მოიგო დრო თუ რაღაც გიჭირს და იმწამს მოატყუო საზოგადოება,  ამიტომ, აქ ერთი რომელიმე ლიდერის, მელიას ან სხვის პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებაზე კი არ არის ლაპარაკი, ეს არ არის ჩემი საქმე, აქ არის ლაპარაკი პოლიტიკურ მიდგომაზე ქვეყანაში, ვისაც ამბიცია აქვს, ქვეყანა მართოს ან ჰქონდეს გავლენა, როგორ იქცევა, რა სტანდარტებს გეგმავს.

ივანიშვილი გვთავაზობს ამას, ნიაღვარს ცილისწამების, სიბინძურის, სიძულვილის, ტყუილების, დღეს იმის უარყოფას, რაც გუშინ თქვი. ამაში არის აყოლილი ნაციონალური მოძრაობა მას და ეჯიბრება, გასაგებია, რომ შეიძლება, გასაჭირისგან არის, მაგრამ არ ამართლებს, რამდენიც არ უნდა გაღიზიანდნენ და ილანძღონ, ეს არის რეალობა და ჩვენი ამოცანა, ჩემი, ჩემი პოლიტიკური თანამოაზრეების, ევროპული საქართველოსი, არის ამ რეალობის შეცვლა, რომელშიც ივანიშვილი არის ლიდერი და ნაცმოძრაობა არის დიდი უპირატესობით ოპოზიციაში ყველაზე მსხვილი” – აცხადებს ბოკერია.