ივანიშვილი თავის ქონებას იცავს სანქციებისგან, რომელიც შესაძლოა ბაიდენის ადმინისტრაციამ დააკისროს – ბურჯანაძე

“ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააკისროს”-  ამის შესახებ, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა

„მთავარი არის ის, რომ მან თავისი ქონება ერთი ჯიბიდან მეორეში გადადო. თავისი ქონებისთვის დამცავი მექანიზმები ჩართო და პარალელურად თავისი თავი და ქონება უფრო მიუწვდომელი გახადა. ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააკისროს” – აცხადებს ბურჯანაძე.