”ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა, როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს და ღალატობს მას ძალაუფლების და ფულისთვის. ეს კანონი არის ნაწილი ამ ღალატის, მთავარი, ამ კანონის შინაარსზე მთავარიც კი, არის,  ვინ არის სამიზნე, ვის ხედავენ მტრად. ეს არის დასავლეთი, ამერიკა, ევროპა. ანუ თავისი ძალაუფლებისთვის ეს კაცი უპირისპირებს საქართველოს თავისუფალ სამყაროს.”

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.