ქართულმა ოცნებამ არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, დემონსტრანტების დარბევას, პოლიტიკური პატიმრების გაჩენას ქვეყანაში, შეიძლებოდა, გამოეწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება.
ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოუშვას ციხიდან ბიძინა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ ძალადობა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული პროცესი, ივანიშვილი მზადაა, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპაში, იმიტომ, რომ ასეთია რუსეთის დავალება.
სწორედ ის განცხადებები, რაც კეთდება ამ დღეებში, ეს არის უკვე ახალი პროპაგანდა ქართული ოცნების, რომელიც ცდილობს, თავიდან აირიდოს ის უზარმაზარი უკმაყოფილების ტალღა, რასაც პოტენციურად ქვეყანაში შექმნის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ევროკავშირთან. ცდილობენ, ტვინი გამოურეცხონ, რომ თითქოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება.