შემიძლია, პირდაპირ ამ პიროვნებას [ლინკოლნ მიჩელს] მივმართო – მაგალითად, პირადად ჩემი ქონებით დაინტერესდეს. ახლა ამისთანა რა ქონებას ვფლობ, რომ მისივე ბრალდებით, მე და ჩემი ბევრი კოლეგა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რაღაც მატერიალური ინტერესების გამო ვართ. წლებია, ჩვენ მასთან ერთადერთი მიზნით ვართ – ადრე, ის და მისი ოჯახი ქვეყანას მატერიალური და ნაწილობრივ სხვა მიმართულებებით ემსახურებოდნენ, ახლა კი უკვე პოლიტიკური ქველმოქმედებაც ჩართო […] ჩვენ ვინც მის ირგვლივ ვართ, ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს სჭირდება.
განაცხადა, ”ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა.