მას შემდეგ რაც, საქართველოშ დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
სავარაუდოა რომ მას სწორედ ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო ახსნა-განმარტებებს მოსთხოვენ.
“ქართული ოცნების” წევრები, დილიდან ითხოვენ დიპლომატისგან ბოდიშის მოხდას და საგარეოს მოუწოდებდნენ, სორენსენი ახსნა-განმარტებებისთვის დაებარებინა.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.
- „მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს“, – წერს ელჩი.