ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა კედელზე წარწერის “მკვლელებო” გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა ტელეკომპანია “პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება და მათი თანამდებობიდან გადადგომა.