“ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს ” – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
“წლებია, ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ და ირიბად ეწევა დასავლური, თავისუფალი სამყაროს დემონიზებას. ივანიშვილი და მისი გარემოცვა პირდაპირ მიყვება პუტინის სახელმძღვანელოს, თუ როგორ გვართმევენ ჩვენს იდენტობას, დასავლეთი რომ ჩვენი თვითმყოფადობის დანგრევას ნიშნავს და სხვა ათასგვარ ბოდვას.
ამას ამ ეტაპზე დაემატა კიდევ ერთი სლოგანი, რომ სისხლისღვრა და ომი არის დასავლეთის აგრესიის შედეგი რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ამერიკა და დასავლეთი აძალებს ომში ჩართვას. პირდაპირ მიყვებიან პუტინის სახელმძღვანელოს.”-აცხადებს ბოკერია.