“ვარდების რევოლუციამ მოგვიტანა სწორედ ის, რომ ამ ქვეყანაში გადაიდგა ნაბიჯი იმ წესის დამკვიდრებისკენ, რომ ხელისუფლებების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნების გზით. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს პარადოქსად, რომ არასაარჩევნო გზით, მშვიდობიანად შეცვლა ამის საფუძველია, მაგრამ რეალურად არ არის ეს პარადოქსი, სწორედ ეს დაინერგა.
რაღაც თვალსაზრისით 2012 წელს რაც მოხდა, იყო ვარდების რევოლუციისა და ამის შემდეგ მომხდარი ტრანსფორმაციის შედეგი. ყველა მინუსის მიუხედავად, რომელზეც ოპონენტები მიუთითებენ ხოლმე, ქვეყანამ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, რომ 2012 წელს საარჩევნო გზით, კონსტიტუციის ფარგლებში მშვიდობიანად მოხდა ხალხის მიერ ხელისუფლების შეცვლა.
თუ ჩვენ მოგვიწევს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არასაარჩევნო გზით, ეს წარუმატებლობა იქნება. ჩვენ ამისკენ არ უნდა ვისწრაფვოდეთ. ევროპული საქართველო ამისკენ არ ვისწრაფვით. ჩვენ ვისწრაფვით იმისკენ, რომ მოვიპოვოთ იმხელა უპირატესობა, რომ იძულებული იყოს, ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები და როცა არჩევნები ჩატარდება, იმხელა უპირატესობა გვქონდეს, რომ ვერც კი სცადოს, რაც სცადა შევარდნაძემ და აბაშიძემ. თუ ეს არ გაჭრის, მაშინ, სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს არასაარჩევნო, რევოლუციური გზით მოქმედება, რომელიც არის სარისკო”
ამბობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში.