საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთში სახლი იყიდა და გამგზავრებას აპირებს.
“კარგია, რომ მოღალატეები გარბიან. გავიგე, რომ ივანიშვილმა უკვე სახლი შეიძინა სენ–ტროპეში, საფრანგეთში. უკვე გაემგზავრა, თუ აპირებს ამ დღეებში გამგზავრებას – ჯანდაბას იქით გზა ჰქონია. ქართველი ხალხი მოემზადება ძალიან კარგად და დაიბრუნებს თავისი არჩევანის შედეგებს და შემდეგ უკვე ბევრად უფრო წარმომადგენლობითი, კოალიციური, პატრიოტული საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი საერთაშოროსო პოზიციებისთვის ყველა სამართლებრივი მეთოდით”,– თქვა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკას და მმართველ პარტიას ტოვებს.