„პირველ რიგში მინდა, მივულოცო გამარჯვებულ პარტიებს – „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში წარმატება და მივულოცო ქართველ ხალხს ის, რომ კიდევ 3 წლის განმავლობაში ამ ორი დიდებული პარტიის ურთიერთობას უკეთ შეისწავლიან და ისიამოვნებენ. ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არ მისცეს. თან იცით ჩვენი პოზიცია, რომ ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს და რომელს მისცემთ ხმას, ამას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია.
რეალურად, ამ არჩევნებზე არ არსებობს არჩევანი, არსებობს ერთი დიდი თამაში – მიშა-ბიძინა, რომლის ფინალურ ეპიზოდებს ვხედავდით. „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილი ჩამოუყვანეს, თვალწინ აუფრიალეს და ასეთ პირობებში ჩავატარეთ არჩევნები”
განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.