ივანიშვილს რატომ არ იცავთ? ამხელა ღვაწლი აქვს და უპატრონოდაა მიგდებული ” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში, სახალხო დამცველს მიმართა.
“მე მინდა დაგისვათ ის კითხვა, რომლის დასმაც უნდა უმრავლესობას, მაგრამ ძაან მორიდებული ხალხია და ერიდებათ პირდაპირ კითხვა. მე დავეხმარები თუ შეიძლება. რატომ არ იცავთ ამ ხალხის უფლებებს? მმართველ გუნდს ვგულისხმობ. ვერ ხედავთ რა დღეში არიან? სულ მუდმივად ლანძღავენ ამათ, აკრიტიკებენ და არ არსებობს კანონი, რომ აუკრძალონ ხალხს ეს კრიტიკა. ერთი ტელევიზია ხელში ჩავიგდეთო და ციფრული ტექნლოგიები ისე განვითარდა, ხუთი გახსნესო. უპასუხეთ თუ შეიძლება, რატომ არ უჭერთ ამ ხალხს მხარს რომ დამთავრდეს ამ ქვეყანაში მთავრობის კრიტიკა ერთხელ და სამუდამოდ. თქვენ, როგორც სახალხო დამცველი, დაეხმარეთ ამ ხალხს. აღარ შეუძლიათ მეტი. და ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავთ? მითხარით რა თუ შეიძლება. შეიძლება ასე? კაცს ამხელა ღვაწლი აქვს და არის უპატრონოდ მიგდებული და ვისაც რა უნდა, იმას ლაპარაკობს მასზე. და თქვენ სახალხო დამცველი ხართ. მართლა აწუხებთ ეს კითხვა და იქნებ გასცეთ პასუხი,” – აცხადებს ბოკერია.