იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა სხვა ინფექციური დაავადებების კუთხითაც – სოლოღაშვილი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, იზოლაცია აისახა არამხოლოდ COVID-19-ის გავრცელებაზე, არამედ სხვა ინფექციური დაავადებების კუთხითაც.

“ჩვენ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გააგრძელოთ და ყველა იმ მოწოდების დაცვა, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ამასთან, იზოლაცია სეზონურ გრიპებზეც აისახა და სხვა ინფექციურ დაავადებებზეც. იზოლაციამ დიდი საქმე გააკეთა არამხოლოდ კოვიდ-19-ის, არამედ სხვა ინფექციური დაავადებების კუთხითაც,” – თქვა სოლოღაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკას დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, 2 პაციენტი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.