ილუზია და სრული სისულელეა, რომ საზოგადოება პოლარიზებულია – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზრით, ილუზიაა, რომ საზოგადოება გახლეჩილია.

მისი თქმით, ამ ილუზიას ხელისუფლება ბოტებისა და ინტერნერტ მანიპულაციებით ქმნის.

“ჩვენ გვეუბნებიან, რომ საზოგადოება პოლარიზებულია, გახლეჩილია და ზუსტად ორ ნაწილად არის გაყოფილი. სრული სუსულელე! ეს ილუზია შექმნილია ბოტებით, ფეისბუქპროგრამებითა და სპეციალური არხებით. საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე და არის უფრო ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, ვიდრე ოდესმე. ზოგი გაიქცა და დანარჩენი გაჭირვებამ, ამ უკიდურესმა უიმედობამ გააერთიანა. ამ იმედს არავის მოვაკვლევინებთ, ამისთვის ვარ აქ, რომ ეს იმედი გავაღვივო”,– თქვა სააკაშვილმა.