„იმ ადამიანმა თეატრი შემაძულა” – ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუაზე

“იმ ადამიანმა, ცოტა ხნით, თეატრი, შემაძულა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვგულისხმობ” – ეს განცხადება, მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა, “პრაიმტაიმთან” საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თეატრიდან გათავისუფლება ზანგურის მხრიდან ძალადობის ფაქტს არ უკავშირდებოდა, თუმცა სტურუამ ამის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა.

„არა და არც მინდა. ჯერჯერობით, ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა არ მსურს თეატრისკენ გავიხედო. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ. სცენა შეიძლება მენატრება, პროცესი მენატრება.ამ პროფესიას გულიდან ვერასდროს ამოიგლეჯ და ვერ დაივიწყებ. მაგრამ იმ ადამიანმა, ცოტა ხნით, თეატრი, შემაძულა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვგულისხმობ. გარკვეული ეტაპი მჭირდება, რომ ეს სიძულვილი გადავლახო. ცოტა ხანი თეატრისკენ გახედვა აღარ მინდა“,- ამბობს ნინუცა მაყაშვილი “პრაიმტაიმთან”

შეგახსენებთ, თეატრიდან ნინუცა მაყაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაცემა„ფარული კონვერტიდან“ გახდა ცნობილი, როდესაც მან ია ფარულავას სკანდალური ინტერვიუ მისცა. ამ გადაცემაში მან ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.