“ეს არის მიზანმიმართული ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები, პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერმინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, იმიტომ, რომ გვაქვს რეალურად ძალიან დიდი დანაშაული, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის უმძიმესი საკითხი ქვეყნის, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კანონს, კანონს, პატივს უნდა სცემდეს ქვეუანას, ხალხს, არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმეა. რეალურად, პოლიტიკური საკითხებით ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა”,
აცხადებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე.