ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის მართვაში სისტემური შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, ხელისუფლებამ და ექიმებმა პანდემია ყველა ეტაპზე ეფექტიანად მართეს.
“სერიოზული შეცდომები, რასაც ჩვენი ოპონენტები წამდაუწუმ გვსაყვედურობენ, ასეთი სისტემური შეცდომები დაშვებული არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ქვეყნის სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და მითუმეტეს, ექიმები, ყველა ეტაპზე პანდემიას ადეკვატურად და ეფექტიანად მართავდნენ. რაც შეეხება სკულპუოზურად, იყო თუ არა შეცდომები, უშეცდომო პროცესი არ არსებობს, არც ქვეყანა, არც სტრუქტურა, არც მთავრობა არ არსებობს, რომ რაღაც შეცდომები არ დაეშვა. ალბათ, ასეთი იყო. მაგრამ იმას, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე, არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები”, – განაცხადა ცერცვაძემ.