ალბათ, მარტო არ ვიქნებით. მე წითელი ხაზები ყოველთვის ძალიან მკაფიოდ მქონდა, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში – პრორუსებთან მქონდა და დარჩა, თუმცა ეს წითელი ხაზი არ არის, პირდაპირ უფსკრულია […] ახლა კი, მიმაჩნია, რომ რუსული კანონის ხელახლა შემოტანისა და მიღების შემდეგ, ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამასთან ერთად არ დავდგები, იმასთან ერთად არ დავდგები – ჩემი აზრით, ამ კუდრაჭობის დრო არ არის. ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს.
რაც უფრო ეფექტურად დაგვამარცხებინებს ქართულ ოცნებას, ყველაფერზე თანახმა ვართ და ყველაფრის მონაწილეები ვიქნებით. ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ – ერთიან სიაზეც რატომაც არა, თუ არგუმენტები იქნება […] გამსხვილებისა და გაერთიანებების გარეშე არაფერი გამოვა. იმიტომ, რომ არცერთი ხმა და მანდატი არ უნდა დაიკარგოს.
განაცხადა ამის შესახებ, პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.