ქართული ოცნების დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, განათლების სამინისტროს ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაუკეთებია, რაზეც საზოგადობამ არაფერი იცის.
“ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზედაც მაქვს — რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ რაღაც კულტურა დავნერგოთ, რომ ყოველი თვის ბოლოს თუ კვარტლის ბოლოს მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო და არა მარტო ეს სამინისტრო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი იგი. ცუდია, რადგან ბევრი რამე მეც პირველად გავიგე”, — უთხრა მან განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს.
უმრავლესობის წევრები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ ჩხენკელს და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.