საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, იმედა დარსალია არხის მენეჯმენტის მიერ დაბლოკილი ჟურნალისტების და თემების სიის ნაწილს ასაჯაროებს. როგორც იმედა დარსალია აცხადებს, აკრძალული იყო რუსეთის, საბჭოთა კავშირის და ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოს კრიტიკა. დარსალიას აცხადებს რომ 25 მარტის დასახელებული ადამიანები და თემები მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სიაა.
„ეს არის ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სია, საერთაშორისო ექსპერტების შავი სია.
- რონდელის ფონდის ექპსერტების უმრავლესობა, განსაკუთრებით, ზურაბ ბატიაშვილი, რომელიც სრულიად უპარტიოა, კლასიკური ანალიტიკოსია და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
- ალექსი პეტრიაშვილი;
- თინა ხიდაშელი;
- ლაშა ბქარაძე – ისტორიულ, ძირითადად, საბჭოთა კავშირზე გაკეთებულ სიუჟეტებზე ;
- ბოლო თვეებში დაბლოკილი იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და უმაღლესი დონის ყოფილი დიპლომატი ეკა აკობია;
- კავკასიოლოგი, თსუ-ის პროფესორი, არაპარტიული – ლელა ჯეჯელავა;
- დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა;
- ბათუ ქუთელია ორჯერ ჩაწერა ჟურნალისტმა რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო;
რაც შეეხება თემებს ამ ჟურნალისტის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო თემებზე მუშაობს, უშუალოდ დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში; დაიბლოკა ბელორუსიის აქციები ანალიტიკურ ჭრილში – არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, ლუკაშენკას რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც არის კატასტროფა. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლო ამერიკასთან – როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე, ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია – ვციტირებ.
ეს ერთი ნაწილია კონკრეტული ჟურნალისტის „შავ სიაზე“, სხვა ჟურნალისტებზე ახლა ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა იმედა დარსალიამ.
ცნობისთვის, იმედა დარსალიას საავტორო გადაცემა ”ახალი კვირა” საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2022 წლის თებერვლიდან დახურა,