პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
იმედა კლდიაშვილი გუშინ, სუს-ის შენობის ბლოკირების დროს ქუთაისში მეორედ დააკავეს. ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციიდან ქუთაისის ვიცემერობის კანდიდატი იყო.