იმედგაცრუებული დავრჩი, ზურაბიშვილმა პარლამენტში თითქმის არაფერი თქვა NATO-ზე – ჰოჯესი

” იმედგაცრუებული დავრჩი, ზურაბიშვილმა პარლამენტში თითქმის არაფერი თქვა NATO-ზე “- ამის შესახებ, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ბენ ჰოჯესმა ფონდ თავისუფალი რუსეთის დირექტორის ეგორ კურეპტოვის ორგანიზებით გამართულ ონლაინდისკუსიისას განაცხადა.

“ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე თითქმის არაფერი თქვა. ვგონებ, მან ერთხელ ახსენა NATO-ში გაწევრიანება. დარწმუნებული არ ვარ, რომ ქართული ოცნების ლიდერები 100%-ით ერთგულები არიან ნატოში გაწევრიანების ან სხვა საკითხების მიმართ.

ჩემი აზრით, დროა, საქართველოს შიგნით დაიწყოს სერიოზული საჯარო დებატი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიაზე. ჯადოსნური გზით ნატოში შესვლა ვერაფერს მოაგვარებს, მაგრამ შესძენს დამატებით პასუხისმგებლობას. ქვეყნის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს ნამდვილი სამუშაოები მდგრადი საზოგადოების განვითარებისთვის, რომ ხალხს ისევ ჰქონდეს ნდობა საკუთარი მთავრობის, არჩევნების, სასამართლო პროცესების მიმართ და სტიმული მიეცეს დასავლურ ინვესტიციებს.”-განაცხადა ჰოჯესმა.