“ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში ყველა ფორმის დისკრიმინაცია კანონითაა შეზღუდული, თუმცა, ქვეყანაში ლგბტ თემის წევრების მდგომარეონა კვლავ გამოწვევებითაა აღსავსე, ამის ტრაგიკული მაგალითია 2021 წლის 5 ივლისის მომხდარი ძალადობრივი თავდასხმა 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან აქტივისტზე, რამაც თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი მარშის გაუქმება გამოიწვია. ამ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ ორგანიზატორები და კანონდამრღვევები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებებთან თანხვედრით გასამართლდებიან” 

წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის 10 თებერვლის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ ავრცელებს.