“ფაზერთან საკმაოდ კარგად მიდის მოლაპარაკება, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე სატელეფონო ურთიერთობა პრემიერ-მინისტრსა და ფაიზერის CEO-ს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ფაიზერის ვაქცინა ზაფხულში გვექნება, ზუსტ თარიღებს, ჯერჯერობით, ვერ დაგისახელებთ, რადგან, ჯერ კიდევ არაა მომწოდებლისგან დადასტურებული”

 

აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე. ცნობისთვის, საქართველო ფაიზერის მილიონ დოზას ელოდება.