“იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობის დეოკუპაციაც მოხდება”-განაცხადა ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა ფორმულას ეთერში.
“პროგნოზი შემიძლია გითხრათ სავარაუდო – მოხდება უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია, რუსეთი ამ ომს წააგებს. ფაქტობრივად, უკვე წაგებული აქვს, თვითონაც იციან ეს და უბრალოდ ტერორისტული აქტებით ცდილობენ ისევ დაიყოლიონ უკრაინა მოლაპარაკებებზე, მაგრამ უკრაინა არ თანხმდება.
მე მგონია, რომ მოხდება დეოკუპაცია საბოლოო, ყველა ტერიტორიის უკრაინაში და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობის დეოკუპაციაც მოხდება იმიტომ, რომ ასევე, რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს მთავრობა.”-განაცხადა მამულაშვილმა.