იმედია, არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფოებრივად ფიქრობენ – კალაძე

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები არიან.

“ოპოზიციაშიც არის ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, არსებობენ ისეთი პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ფიქრობენ სახელმწიფოებრივად და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებენ”, – თქვა კალაძემ მოლაპარაკებების მე–3 რაუნდზე საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ამ საკითხებზე ელჩების ფასილიტაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. მე–3 რაუნდი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში შედგება.