”იმედმა” კანონდარღვევით გაუშვა რეკლამები “ოცნების” აქციაზე დასწრებასა და ყოფილ ხელისუფლებაზე – კომუნიკაციების კომისია

ტელეკომპანია “იმედმა” კანონდარღვევით გაუშვა ეთერში რეკლამები “ქართული ოცნების” აქციაზე დასწრებასა და ყოფილ ხელისუფლებაზე – ამის შესახებ, კომუნიკაციების კომისიის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 27 ოქტომბერს ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რეკლამა, სადაც საზოგადოებას, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო მეორე ვიდეორგოლი, სახელწოდებით “გვახსოვს”, შეიცავს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის კადრებს.

“კანონი ასევე ადგენს, რომ მაუწყებელმა წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა ეთერში საარჩევნო სუბიექტის წარდგენით, საარჩევნო სუბიექტის სახელწოდებისა და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომრის მითითებით უნდა განათავსოს, რაც დარღვეულია აღნიშნული ორი ვიდეო რგოლის იმედის მიერ განთავსებისას. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ სუბიექტის წარდგენის გარეშე სარეკლამო რგოლის განთავსება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 186-ე მუხლის მე-19 პუნქტის დარღვევას”,  –  წერია კომისიის განცხადებაში.