“გუშინ რომ მუსიკალურ სასწავლებლებში ბრძანდებოდნენ, ვინმემ დაუშალა? არა ბატონო, მიბრძანდით და გაეცანით, არავინ არაფერს გიშლით, მაგრამ პოლიტიკურ შოუს და სპექტაკლებს ნუ დადგამთ. მინდა ბატონ პაატა ბურჭულაძეს მოვუწოდო, არ შეჰფერის თქვენი დონის ხელოვანს ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და ნუ აჰყვებით იმ თქვენი ფავორიტის თემებს, ვის მხარდასაჭერადაც ჩამობრძანდით და თქვენ იმიჯს ნუ შეილახავთ. სადაც გინდათ შეგიძლიათ, თავისუფლად შეხვიდეთ, უბრალოდ ოპერაში გამოცხადებულია კარანტინი, რადგან რამდენიმე მუსიკოს დაუდასტურდა კოვიდი.

გუშინ ბრძანდებოდით თქვენ ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში და არავის არაფერი დაუშლია თქვენთვის, პირიქით, კიდევაც მიგიღეს, გიმასპინძლეს და გამოგაცილეს, როგორც ვიცი. ასე რომ, არ გინდათ ეს იაფფასიანი სიცრუე, ამ ქალაქში ყველამ ყველაფერი ვიცით და გთხოვთ, ამ ქალაქს პატივი ვცეთ, ქუთაისი ყველა სტუმრისთვის ღიაა“

განაცხადა ქუთაისის ოცნების მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს.