დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საფლავზე მისვლა სააღდომოდ იმიტომ აიკრძალა, რომ ეს მაღალ რისკს შეიცავს.
“მემგონი საინტერესო ფილმიც იყო გადაღებული – ქართველების ტრადიციები საფლავზე პურმარილის, არ გინახავთ? პურმარილები საფლავებზე შეიძლება ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ფაქტია ტრადიციაა, ეს არის ძალიან მაღალი რისკი. ჩვენ თუ ნოემბერი არ გვახსოვს, ახლა ინდოეთში რა ხდება, შევხედოთ იმას. რომ იცოდეთ, დღეს ინდოეთში რაც არის ავადობა 100 ათას მოსახლეზე და რაც არის ჩვენთან – ეს ერთნაირია აბსოლუტურად. 169 არის ინდოეთის ერთკვირიანი ინციდენტობა ინდოეთის და 168.5–ია ჩვენი”,– აცხადებს იმნაძე ფორმულასთან საუბარში.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, სააღდგომოდ სასაფლაოები დაკეტილი იქნება.