იმნაძის განცხადებით ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა, ყველაზე ბოლოს იგეგმება

”ალბათ, ყველაზე ბოლოს”- დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კომენდანტის საათის მოხსნა, სავარაუდოდ, ყველაზე ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

“ალბათ ყველაზე ბოლოს მოიხსნება. ქართველები ვართ, მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, მე ვერ ვნახულობ რამდენი ხანია, წელიწადი გავიდა ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ არსად. შორ მანძილზე ქეიფზე ვლაპარაკობ, თორემ არ ვიცით, რომ ახლო მანძილზე მეზობლები ერთმანეთში გადადიან? მეზობლებში რომ გადახვალთ, ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება სამეზობლოში, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები და საღამოს 9 საათზე ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ, მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან მერე წამოხვალთ, ანუ მერე ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში, ქართველები არ ვართ, არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი თუ? კიდევ ერთხელ ვამბობ, ასარჩევი არის ორ რამეს შორის, ერთი არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეორე,ცოტა უნდა გავიჭირვოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მერე ნორმალურთან მიახლოებული ცხოვრება გვქონდეს გაზაფხულზე, ზაფხულში. დავაკვირდებით სიტუაციას, არა მგონია, რომ კომენდანტის საათი აპრილშიც გაგრძელდეს. ვნახოთ, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება, ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ დავიცავთ ჩვენ ყველანი პირბადის ტარების წესს, დისტანციას, როგორ დაიცავს ბიზნესი იგივე წესებს თავიანთ სამფლობელოში, თავიანთ ბიზნესებში”, – განაცხადა იმნაძემ პალიტრანიუსის ეთერში.