“მე უცხოელი დიპლომატი ვარ და არ მინდა საქართველოს შიდა საქმეებზე კომენტარის გაკეთება. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტებით. იმპიჩმენტი კი ნამდვილად არ არის ის, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ ძლიერი ქვეყანა გახდეს. გუშინ მე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მოწვეული ვიყავით პრეზიდენტთან და საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაცია.”
ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.