BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის მდინარე განგიში, ასობით გვამი წყალში ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული იპოვეს. როგორც გამოცემასთან მდინარის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებლები ყვებიან, ყველა გარდაცვლილი რომელიც მდინარეშია ნაპოვნი, კოვიდინფიცირებულია.
გვამები, მდინარემ თავდაპირველად, 10 მაისს უტარ პრადეშის შტატის სოფელ ჩაუსაში გამორიყა. ამის შემდეგ გაჰმარში, კანაუჯიში, კანპურში, უნაოსა და სხვა ადგილებში.გვამების ნაწილი სამართალდამცავებს წყლიდან ამოჰყავთ უტარებენ კრემაციას ან მარხავენ. ბუქსარის რაიონში, რომელიც ორი უღარიბესი შტატის, ბიჰარისა და უტარ-პრადეშის საზღვართა მდებარეობს, 40-მდე ცხედარი გამოირიყა. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით კი, ცხედრების რაოდენობა 100-ს აღწევდა.
ადგილობრივების აზრით, გვამები მდინარეში იმის გამო გადაყარეს კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები გადატვირთულია და ნათესავებმა მათი კრემაციისთვის საჭირო შეშის შოვნა ვერ შეძლეს.
ინდოეთში, ყოველდღიურად კოვიდ 19-სგან 4 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაზე გაცილებით მაღალია.